დასრულების ეტაპზეა სოფელ რუისპირში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა. დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად ახალი საფარი 980 გრძ.მ. სიგრძის მონაკვეთზე იგება, მოეწყო სანიაღვრე არხი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 427 227 ლარი იხარჯება, კომპანია „ბილტმორი“ ასრულებს.