პანკისის ხეობაში სოფელ ომალოში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
მოასფალტების სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოინახულა.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში 235 გრძივ მეტრზე მოეწყობა ორ ფენიანი ასფალტო ბეტონის საფარი.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებულია და მისი ჯამური ღირებულება- 83 259 ლარს შეადგენს.