Home დღის ამბები სოფელ ნინიგორში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სოფელ ნინიგორში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 907 178.54 ლარი დაიხარჯება.
 სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 030 661 ლარი დაიხარჯება;
 სოფ. განათლებაში, 1 717 გრძ. მეტრი მონაკვეთი შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად რეგიონალური განვითარების ფონდი მიერ 597 700 ლარი გამოიყო;
 სოფ. ქვემო გურგენიანში 1 040 გრძ. მეტრი მონაკვეთი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 682 569 ლარს შეადგენს;
 სოფ. ნინიგორში, ზემო გურგენიანსა და ხიზაში სათავე ნაგებობის, წყალსადენი მაგისტრალისა და მილ-ხიდების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 422 160 ლარი დაიხარჯება;
 სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფ. ნინიგორსა და ზემო გურგენიანში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო ზემო და ქვემო გურგენიანში გარე განათება დამონტაჟდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 96 948 ლარს შეადგენს;
 სოფ. ნინიგორისა და ზემო გურგენიანის საბავშვო ბაღის ეზოს, გასართობი ატრაქციონებისა და სანიტარული კვანძის მოწყობისთვის 34 756 ლარი განისაზღვრა;
 სოფ. ხიზაბავრაში მინი სტადიონის, სოფ. განათლებაში სკვერის მოწყობისა და სოფ გელათში სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა განხორციელდა, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში 42 384.54 ლარი დაიხარჯა.