Home რეგიონი სოფელ მთისძირში სახალხო დღესასწაული „9 მაისობა“ აღინიშნება

სოფელ მთისძირში სახალხო დღესასწაული „9 მაისობა“ აღინიშნება

სოფელ მთისძირში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მოეწყო.

ყვარლის მერიის ინფორმაციით- გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

” ქართულ ჭიდაობაში შემდეგ წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს:

55 კგ. – I ადგილი – რუსლან ალიევი, II ადგილი – ლუკა ვარდიაშვილი;
60 კგ. – I ადგილი – ჯაბა თუშიშვილი, II ადგილი – შაკო გულიაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II ადგილი – კობა გასიტაშვილი;
73 კგ. – I ადგილი – გიგი ოტიშვილი, II ადგილი – ზურა სირაძე;
81 კგ. – I ადგილი – გიორგი ახალაური, II ადგილი – ზვიად ბაზანდარაშვილი;
აბსოლუტური – I ადგილი – პაატა ღვინიაშვილი, II ადგილი – გიორგი პაპუნაშვილი.

გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, მთისძირი-ბალღოჯიანის მაჟორიტარი დეპუტატი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.