სოფელ მატანში ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების 75 აღსაზრდელზე გათვლილი N1 საბავშვო ბაღი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, რომლის ღირებულება შეადგენს 788 000 ლარს.
სამუშაოები შესრულდა შპს ,,სპექტრი“-ს მიერ.