თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით- შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ- სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა კი ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და მას სამართალდამცავები ეძებენ.