სოფელ კოლაგში, პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1400 მეტრი სიგრძის გზას და მოეწყო სანიაღვრე არხი.
შესრულებულ სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ცნობისთვის, გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 000 ლარით დაფინანსდა.