გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 18 წლის ახალგაზრდა თანასოფლელებმა, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ეზოში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც გაუჩინარდა, მათივე თქმით, მამაკაცი საზამთროს რეალიზაციით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.