ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ავტოსაგზაო შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით- ქალი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ბოსტნეულს ყიდდა, რა დროსაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ქალს შეეჯახა.
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.