ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა ,პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
სოფელში ახალი გზის საფარი 472 გრძ. მეტრის მონაკვეთზე დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელ ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების დასრულების შემდგომ, რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი მოიხაზება, მოეწყობა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები. გზასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელში არსებულ ხიდს.
ცნობისთვის, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 510 965 ლარს შეადგენს.