გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- პროექტის ფარგლებში, 658 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.
” მოასფალტების სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 331 977 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.