გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში “ჩემი სამშობლო აქ არის” მონაწილეობა მიიღეს ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა მარიამ პარწიკანაშვილმა .
კლასიკური მუსიკის კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა დაესწრნენ.