სოფელ ვარდისუბანში შიდა საუბნო გზის (მარგალიტაშვილების უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე არხი. ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება 710 გრძ.მ. მონაკვეთზე.
პროექტის ბიუჯეტია 469 587 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს ,,ენ-დი როუდი“.