Home რეგიონი თელავი სოფელ ვანთაში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

სოფელ ვანთაში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

სოფელ ვანთაში, (ნუსხელიძეების უბანი) მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. 550 გრძ. მ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხი.

პროექტის ბიუჯეტია 256 155 ლარი. შემსრულებელი კომპანია: შპს ,,ბილტმორი“.