სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც მასობივი თერმოსკრინგი მიმდინარეობს და გაშლილია საველე კარავი, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე მათგანი დაინფიცირებული ცოლ- ქმრის კონტაქტები არიან, რომლებსაც აჭარაში მიგზაურობის ისტორია აქვთ .
ვირუსი დაუდგინდა სოფელ ანაგაში ორ მოქალაქეს. მათ საკუთარი ინიციატივით გაიკეთეს ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ბოლო მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტში ჯამში 8 დადასტურებული შემთხვევაა.
ახლა ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.