სოფელ დუისში წლინახევრის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში დაიხრჩო,
იგი დუისში ოჯახთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად ეზოში თამაშობდა. საკანალიზაციო სისტემაში მისი ჩავარდნა ვერავინ შენიშნა. გარდაცვლილი ბავშვის დედა მაიკო ალხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის წევრია, ალხანაშვილი სხვა მოხალისეებთან ერთად პანკისის ხეობაში ხშირად ატარებს ტრენინგებს ლგბტ თემისა და მათი უფლებების შესახებ.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ ბავშვის გარდაცვალება საკმაოდ ბუნდოვანია მათთვის და ისინი აუცილებლად დაელოდებიან გამოძიების შედეგებს. მიმდინარეობს გარდაცვალების შესახებ გამოძიება