“სოფლის მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში- ფონის თემში გამართულ კრებებზე, მოსახლეობამ სოფელ დონაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, ჯამში 50000 ლარი დაიხარჯება.
ჯონდო მდივნიშვილმა პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ ზემო/ქვემო ფონაში, ზემო/ქვემო ხეჩილსა და დონას გარდა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ, კაბალის თემშიც გამართა.
სოფელ განჯალაში და უზუნთალაში, გარე განათებები დამონტაჟდება, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები მოეწყობა სოფელ კაბალში, სოფელ ყარაჯალაში კი ახალგაზრდებისათვის, ღია ფიტნეს სავარჯიშო გაკეთდება.
კაბალის თემში განსახორციელებელი პროექტებისათვის, სახელმწიფომ ჯამში- 80000 ლარი გამოყო.