ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთმა, ტრადიციად ქცეულ პასკის ფესტივალს უმასპინძლა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ, წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები, ასევე- დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, დასწრებოდნენ, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს.
ცნობისთვის, სოფელ გიორგეთში, პასკის ფესტივალი 2019 წელს დაფუძნდა და ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იმართება.