სოფელ გავაზში, მდინარე ჩანტალის არხის, ბეტონის კალაპოტის მოწყობის სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის თანახმად დაგეგმილია 2.4 კმ სიგრძეზე არხის ბეტონის კალაპოტის მოწყობა.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 მლნ. ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.