Home რეგიონი თელავი სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგო 305 გრძ.მ. მონაკვეთზე, მოეწყო სანიაღვრე არხი.

პროექტის ბიუჯეტმა 188 880 ლარი შეადგინა. სამუშაოები შეასრულა კომპანიამ ,,ლ.კ. ჯგუფი“.