სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა მიულოცეს.
სოფელ ბოდბეში ორსართულიანი, 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი თანამდეროვე სტანდარტების დაცვით აშენდა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 526 995 ლარი შეადგინა.