სოფელ ახალსოფელში მიმდინარეობს მე-6 უბნის (ცენტრალური გზიდან კულტურის სახლამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის თანახმად დაგეგმილია 1723 გრძივი მეტრი ასფალტის საფარის დაგება და მიმდებარედ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სრული სახელშეკრულებო ღირებულება 1 292 584 ლარს შეადგენს. პროექტი არის გარდამავალი და დასრულდება 2025 წელს