ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ არგოხში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები- მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოინახულა.
პროექტის ფარგლებში 467 გრძივ მეტრზე მოეწყობა ორ ფენიანი ასფალტო ბეტონის საფარი.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებულია და მისი ღირებულება შეადგენს 158 412 ლარს.