Home დღის ამბები სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის მამაკაცს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯაა

სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის მამაკაცს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯაა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის მამაკაცს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი თელავის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

თავად მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.

სასამართლომ არ გაიზიარა  დაცვის მხარის არგუმენტები და  ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა  კაცი მამის განზრახ მკვლელობაში დამანშავედ ცნო.

ცნობისათვის, მკვლელობა სოფელ ანაგაში 2023 წლის 4 ივლისს მოხდა, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა 20 წლის  ახალგაზრდამ, 51 წლის მამა  დანით მოკლა.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა.