Home დღის ამბები ეკონომიკა სიმინდის ფქვილი, ხახვი, მდოგვი – 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

სიმინდის ფქვილი, ხახვი, მდოგვი – 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც გასულ თვეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

სიმინდის ფქვილი – 82,78%

კარტოფილი – 39,23%

შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები – 38,92%

ვაფლი კრემით – 37,97%

ხახვი – 37,85%

საზამთრო – 37,16%

მდოგვი – 32,57%

მწვანე ლობიო – 32,04%

ლიმონი – 29,62%

მარგარინი – 29,50%