„ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული“,- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდას ინფლაცია და საგარეო ფაქტორი იწვევს, რასაც ნავთობის ღირებულება ემატება. შესაბამისად, ე.წ მცურავი აქციზი იქნებოდა ის გამოსავალი, რაც ფასების შემცირებას თუ არა, სტაბილურობას მაინც შეუწყობდა ხელს.
„პროდუქტს, რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია აძვირებს, ეს საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული. ანუ, დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე, თუ რა ფასებია პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. ნავთობის ფასიც კი, სურსათს აძვირებს. ამას ემატება, ლარის კურსიც, რომელიც შედარებით გამყარდა, მაგრამ მაინც თითქმის, 3 ლარი ღირს 1 დოლარი. შესაბამისად, ყველა ის დანახარჯი, რაც ამ რგოლში, ანუ ფასწარმოქმნაში არის, სამწუხაროდ, აძვირებს პროდუქციას.
„ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული“,- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდას ინფლაცია და საგარეო ფაქტორი იწვევს, რასაც ნავთობის ღირებულება ემატება. შესაბამისად, ე.წ მცურავი აქციზი იქნებოდა ის გამოსავალი, რაც ფასების შემცირებას თუ არა, სტაბილურობას მაინც შეუწყობდა ხელს.
„პროდუქტს, რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია აძვირებს, ეს საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენი დანახარჯების თითქმის, 50% მოდის სურსათზე და ამ პროდუქციის 50% არის იმპორტირებული. ანუ, დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე, თუ რა ფასებია პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. ნავთობის ფასიც კი, სურსათს აძვირებს. ამას ემატება, ლარის კურსიც, რომელიც შედარებით გამყარდა, მაგრამ მაინც თითქმის, 3 ლარი ღირს 1 დოლარი. შესაბამისად, ყველა ის დანახარჯი, რაც ამ რგოლში, ანუ ფასწარმოქმნაში არის, სამწუხაროდ, აძვირებს პროდუქციას.
სხვათა შორის, სექტორში მოლოდინი არ არის ოპტიმისტური, რომ ფასები მაინცდამაინც შემცირდება. უბრალოდ, ერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ფასები კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიზნესს ამ მოთხოვნას ვერ წავუყენებთ, შენ რომ რაღაცას ძვირად ყიდულობ, იმაზე იაფად ვერ გაყიდი. როდესაც ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, ისრები სწორი მიმართულებით უნდა გადავიტანოთ და მომხმარებელს ზუსტად ავუხსნათ, ვინ არის ყველაფერში „დამნაშავე“ .
ზოგადად, საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული რეფორმების შედეგად, შემცირდა გადასახადების რაოდენობაც და მოცულობაც. თუმცა, არსებობს გარკვეული გადასახადი, როგორიც არის მაგალითად, აქციზი ნავთობზე. ნავთობის ფასი მოქმედებს ყველა საქონელსა და მომსახურებაზე. როცა ტრანსპორტი გჭირდება, გადაზიდვა გჭირდება, დისტრიბუცია სხვანაირად როგორ იმუშავებს? შესაბამისად, იქაც მოქმედებს. არსებობს ე.წ თურქული მოდელი, რომელიც მცურავ აქციზს გულისხმობს, ანუ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, აქციზის შემცირებამ ხელი ცოტა მაინც რომ შეუწყოს საქონელზე ფასების შემცირებას თუ არა, დასტაბილურებას მაინც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რჩევა და რეკომენდაცია“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.