სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა.
2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები და დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.