Home რეგიონი საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები გაიმართა

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები გაიმართა

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები გაიმართა. პროცესი მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში ერთობლივად მიმდინარეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 3000-მა მშობელმა და 700-მა პედაგოგმა მიიღო. საბჭო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. შემადგენლობაში კი შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი. საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.