სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებზე, 6 თვეში, 890,9 მლნ ლარზე მეტი გაიცა. რაც 62,3 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის 6 თვეში შრომის ანაზღაურებამ 828,6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორზეა გამოქვეყნებული.
უწყებებს შორის, ყველაზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდის, სადაც 6 თვეში, დასაქმებულთა ხელფასებზე 257,2 მლნ ლარი გაიცა.
უფრო კონკრეტულად:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 14 მლნ ლარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 1,2 მლნ ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია – 3,1 მლნ ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 559 986 ლარი
ფინანსთა სამინისტრო – 31,5 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 5,8 მლნ ლარი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 4,5 მლნ ლარი
იუსტიციის სამინისტრო – 37,2 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 20,9 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 4,7 მლნ ლარი
თავდაცვის სამინისტრო – 42,1 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 257,2 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 27 მლნ ლარი
განათლებისა და მეცნიერების ასევე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს აუდიტის სამსახურისთვის ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული.
შენიშვნა, დანარჩენი თანხა სხვა უწყებებზე, მათ შორის, რეგიონების გუბერნატორებისა და რწმუნებულების ადმინისტრაციებზე ნაწილდება.