Home ბლოგი სახელმწიფო რწმუნებულის სამუშაო შეხვედრა მერებთან

სახელმწიფო რწმუნებულის სამუშაო შეხვედრა მერებთან

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვდერაზე შეაჯამეს განვლილი პერიოდი და დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

ინფრასტრუქტურის მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარება, დასრულებული და მიმდინარე პროექტები;

სოციალურ – ეკონომიური მიმართულებით არსებული საკითხები;

კულტურულ სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები, კერძოდ, მოახლოებული „ერეკლეობის” (7 ნოემბერი -თელავის მუნიციპალიტეტი) და „ილიაობის” (8 ნოემბერი – ყვარლის მუნიციპალიტეტი) დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგნიზაციო საკითხები.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.