საქართველოში ხორცის იმპორტი მკვეთრად იზრდება. საქსტატის თანახმად, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 112.9 მლნ აშშ დოლარის ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები შემოვიდა, რაც რეკორდული ნიშნულია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 92.3 მლნ-ს, 22.4%-ით აღემატება.
წინა წელთან შედარებით 61.6%-ით გაიზარდა ექსპორტიც და მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 31.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ჩამონათვალში პირველ ადგილზე ბრაზილიაა, საიდანაც 40 მლნ აშშ დოლარზე მეტის პროდუქცია შემოვიტანეთ, მეორე ადგილზე თურქეთია თითქმის 13 მლნ-ით, მესამეზე კი ჩინეთი 9.7 მლნ დოლარით.
რაც შეეხება ექსპორტს, 3 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი (13.4 მლნ), თურქმენეთი (7.8 მლნ) და აზერბაიჯანი (5.4 მლნ) არიან.