ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი საშუალოდ 54 ლარი ღირს. ამან შესაძლოა, პურზე ფასის მატება გამოიწვიოს. დარგის სპეციალისტები ფქვილის გაძვირებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან და გამოსავალზე საუბრობენ. ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხზე მსჯელობაა საჭირო. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განმარტებით კი ხელისუფლებამ ფქვილზე იმპორტის გადასახადი უნდა შეამციროს.