Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში სტაფილოს იმპორტი იზრდება – სად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

საქართველოში სტაფილოს იმპორტი იზრდება – სად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 847.2 ათასი აშშ დოლარის 4 281 ტონა სტაფილო იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 627.1 ათასი აშშ დოლარის 3,482 ტონა პროდუქტი.

გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ქვეყანა ბოსტნეულის გაზრდილ ოდენობას ყიდულობს:

თურქეთი – 779.2 ათასი აშშ დოლარის 3 970 ტონა

ისრაელი – 37.9 ათასი აშშ დოლარის 189 ტონა

აზერბაიჯანი – 25.4 ათასი აშშ დოლარის 101.6 ტონა

ირანი – 4 ათასი აშშ დოლარის 20 ტონა

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ისრაელი და ირანი ჩამონათვალში არ იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წელს საქართველომ 6.6 ათასი აშშ დოლარის 27 ტონა სტაფილო გაყიდა და სრულად სომხეთში.