საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნება ყოველწლიურად იკლებს. არსებული ინფორმაციით- 2020 წლის დასაწყისში სოფლად 1 522 400 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 1 440 400-მდე შემცირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველწლიურად მატულობს დედაქალაქ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი. 2024 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 258 500-ია, 2023 წელს – 1 241 700 იყო, 2022 წელს – 1 201 800.
ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს კი – 3 736 400 იყო.