Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი ორჯერ შემცირდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი ორჯერ შემცირდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს

2022 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა.

გთავაზობთ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2022 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მზესუმზირის ზეთი იყიდა:

რუსეთი – 10,2 მლნ აშშ დოლარის 5,489 ტონა

აზერბაიჯანი – 2,7 მლნ აშშ დოლარის 1,404 ტონა

უკრაინა – 469 ათასი აშშ დოლარის 258.6 ტონა

ყაზახეთი -273.6 ათასი აშშ დოლარის ტონა

თურქეთი – 109.8 ათასი აშშ დოლარის 47.3 ტონა

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა.