Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში მარგარინის იმპორტი გასამმაგდა

საქართველოში მარგარინის იმპორტი გასამმაგდა

საქართველოში, პირველ 6 თვეში 36,7 მლნ აშშ დოლარის 20,626 ტონა მარგარინი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 11,9 მლნ აშშ დოლარის 8,635 ტონა მარგარინი იყიდა.

გთავაზობთ 5 ქვეყნას, საიდანაც მიმდინარე წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი შეიძინა:

რუსეთი – 25.7 მლნ აშშ დოლარის 14,884 ტონა

თურქეთი – 4.011 მლნ აშშ დოლარის 2,309 ტონა

უკრაინა – 2.4 მლნ აშშ დოლარის 1,037 ტონა

პოლონეთი – 1.3 მლნ აშშ დოლარის 761 ტონა

აზერბაიჯანი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 736 ტონა

აღსანიშნავია, რომ პარალელურად შემცირებულია მზესუმზირის ზეთის იმპორტი. გასული წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ 17,592 ტონა ზეთი იყიდა, მიმდინარე წელს კი, 7,385 ტონა.