2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 614.7 ტონა კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე, 86 ტონაზე, თითქმის 614%-ით მეტია.
რაც შეეხება საიმპორტო ღირებულებას, კვერცხის შემოტანაზე ქვეყანამ 2.33 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ერთი ტონა კვერცხის საშუალო ფასი წელს 3.78 დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის საშუალო ფასზე, 2.04 დოლარზე, 85.3%-ით მეტია.
ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოს პროდუქტი შემოაქვს, შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთი – 394.1 ტონა;
უნგრეთი – 157.7 ტონა;
ბულგარეთი – 25.5 ტონა;
რუსეთი – 23.2 ტონა;
ნიდერლანდები – 14 ტონა.
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში საქართველოში კვერცხის მეორე უმსხვილესი შემომტანი უკრაინა იყო, 2016-2019 წლებში კი საერთოდ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ომმა გადაზიდვები შეაფერხა და საქართველოს სხვა ქვეყნებიდან დასჭირდა იმპორტის გაზრდა.
საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასების ზრდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო – მიწოდების ჯაჭვების რღვევას, სამუშაო ძალის სიმცირეს, ელექტროენერგიისა და ფრინველთა გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირებას თან ქათმის გრიპი დაერთო აშშ-სა და საფრანგეთში. სავარაუდოა, რომ საქართველოში იმპორტის გაძვირებაც ამ საერთაშორისო ფაქტორებითაა განპირობებული.
საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე ფასები 19.5%-ითაა გაზრდილი გასული წლის ივნისთან შედარებით. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შედაგინა.