EastFruit-ის მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მიმდინარე კვირაში, საქართველოში კარტოფილის ფასი მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა. ამჟამად, კილოგრამის ფასი 0,60 ლარი ღირს, ერთი წლის წინ ამავე პერიოდში კი პროდუქტის ღირებულება 1,30 ლარს შეადგენდა.
დაბალ ფასს ძირითადად დაბალი მოთხოვნა და ბაზარზე არსებული დიდი რაოდენობით პროდუქტი განაპირობებს.
ქართველი ფერმერები არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: მათ გაეზარდათ ხარჯი, ფასმა კი იკლო. ჯამში, საქართველო არ არის კარტოფილის მსხვილი ექსპორტიორი. მნიშვნელოვანი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში დროებითი სიტუაციების დროს ხდება, მაგრამ როგორც წესი, ეს არ მოიცავს ივლისიდან აგვისტომდე პერიოდს. როგორც წესი, ამ დროს რეგიონის ქვეყნებს ქართული კარტოფილი არ სჭირდებათ.
2021 წელს საქართველოდან 8,7 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე წლის ივნისში კი ექსპორტის მოცულობამ მხოლოდ 0,2 ათასი ტონა შეადგინა.