Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 69 ათასით გაიზარდა

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 69 ათასით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 68.8 ათასით (5.7%-ით), აქედან დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%-ით) გაიზარდა. ამავე პერიოდში, უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასით (2.8%-ით) შემცირდა.

საქსტატის თანახმად, ამჟამად ქვეყანასი დასაქმებულად 1.27 მილიონი ადამიანი ითვლება, მათგან თვითდასაქმებულია 401 ათასი ადამიანი, დაქირავებით დასაქმებული კი 868 ათასია.

ოფიციალურად, უმუშევართა რიცხვი 282 ათას ადამიანს შეადგენს და ეს სამუშაო ძალის 18.1%-ია.