Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში, ბოლო 9 თვეში, 1.9 მლნ კვადრატული მეტრის უძრავი ქონება აშენდა

საქართველოში, ბოლო 9 თვეში, 1.9 მლნ კვადრატული მეტრის უძრავი ქონება აშენდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 9 თვეში საქართველოში სულ 1.93 მილიონი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შევიდა ექსპლოატაციაში. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 67%-ით მეტია.

რაოდნობრივად წელს სულ 1,843 შენობა დასრულდა.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, წელს 8,082 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 8.8%-ით მეტია.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ნებართვების ფარგლებში სულ 5.4 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი უძრავი ქონება უნდა აშენდეს, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობს 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ნებართვების 77.0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.