Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოს შემოსავალი სატრანზიტო ტრაილერების გატარებიდან რეკორდულად იზრდება

საქართველოს შემოსავალი სატრანზიტო ტრაილერების გატარებიდან რეკორდულად იზრდება

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა რეკორდულად იზრდება.

სექტემბერში ქვეყანის ბიუჯეტში საფასური 39,208 სატვირთო ტრაილერმა გადაიხადა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით ქვეყნის სატრანსპორტო გზებით 11,846 -ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა და ჯამში, 1 თვეში ბიუჯეტში 13.7 მლნ ლარი გადაიხდა.

რეკორდული მაჩვენებლებია 9 თვის შემოსავლებშიც. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ- სექტემბერში  გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.8 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 74%-იანი ზრდაა და გასული წლის 12 თვის მონაცემს მკვეთრად აღემატება.

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი

• 2022 წლის 9 თვე – 84.8 მლნ ლარი
• 2021 წლის 8 თვე – 48.7 მლნ ლარი

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა – საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.