2022 წლის 10 თვეში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.5 მილიარდი დოლარით, 6.1 მილიარდამდე გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სავაჭრო დისბალანსი მკვეთრად გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა. საქართველომ წელს სულ 10.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია.
ექსპორტზე კი ამავე პერიოდში 4.54 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან მიმართებით 34%-ით მეტია.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება, რა კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი.