საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2022 წლისთვის 41,073.3 კილომეტრი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1,593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5,460.3 კილომეტრი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34,019.6 კილომეტრია.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, ასე გამოიყურება:
- იმერეთი – 7 271.9 კილომეტრი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 932.5 კილომეტრი
- აჭარა – 5,053.6 კილომეტრი
- კახეთი – 4,558.6 კილომეტრი
- გურია – 3,884.9 კილომეტრი
- ქვემო ქართლი – 3,510.7 კილომეტრი
- სამცხე-ჯავახეთი – 2,830.2 კილომეტრი
- მცხეთა-მთიანეთი – 2,163.2 კილომეტრი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2,119.9 კილომეტრი
- შიდა ქართლი – 2,090.2 კილომეტრი
- აფხაზეთი – 605.6 კილომეტრი
- თბილისი – 52 კილომეტრი