Home დღის ამბები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციას ლევან ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს − ნიკოლოზ ტყემალაძე; პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად − ზურაბ აბაშიძე.