მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად განაახლა სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 74,51 სარეიტინგო ქულით მე-12 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს – საფრანგეთი. ფრანგები რაგბის რეიტინგის სათავეში ისტორიაში პირველად მოექცნენ. ორი პოზიციით დაწინაურდა ირლანდია და მეორე საფეხურზეა, ხოლო რეიტინგის ყოფილი ლიდერი სამხრეთ აფრიკა მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- საფრანგეთი – 89.41 ქულა
- ირლანდია – 88.79
- სამხრეთ აფრიკა – 88.61
- ახალი ზელანდია – 88.17
- ინგლისი – 85.14
- ავსტრალია – 83.28
- შოტლანდია – 82.99
- უელსი – 81.28
- არგენტინა – 79.39
- იაპონია – 77.74