კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით- პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.
ცნობისთვის, პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს.