Home რეგიონი გურჯაანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეხვედრა გურჯაანში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეხვედრა გურჯაანში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის ფუნქცია – მოვალეობების, მომხმარებელთა უფლებების და მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებების შესახებ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმინეს და განიხილეს ის აქტუალური საკითხები რომელიც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ესწრებოდა.