სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1-ლი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
საქსტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.