საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1 მლნ ტონით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სატრანსპორტო დარგებმა 2022 წლის 6 თვეში 20.4 მლნ ტონა ტვრითი გადაზიდეს, 2021 წელს არსებული 19.4 მლნ ტონის შემდეგ.
ზრდაა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო გზით გადაზიდულ ტვირთებში. ამასთან, ქართულ ნავსადგურებში 6.3 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, ზრდა წლიურად 18.8%-ია. 3.8 მლნ ტონა ტვრითი გადაამუშავა ფოთის პორტმა, 2.5 მლნ ტონა კი, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. იანვარ – ივნისში 220 957 ერთეული კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც 17 ათას 149 ერთეულით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, საავტომობილო გზით 13.5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რკინიგზით კი, 6.8 მილიონის, რაც 800 ათასი ტონით მეტია 2021 წლის 6 თვის შედეგზე.