საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 2,727 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,068 მლრდ აშშ დოლარი.
ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ზონაში 610,414 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 445,002 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, აქ ზრდა უფრო თვალშისაცემია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოში 2,117 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,623 მლრდ აშშ დოლარის.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროზონაში.
ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 297,224 მლნ აშშ დოლარი
თხილი და სხვა კაკალი – 42,517 მლნ აშშ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები – 26,245 მლნ აშშ დოლარი
ფეროშენადნობები – 24,387 მლნ აშშ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 23,765 მლნ აშშ დოლარი
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 18,593 მლნ აშშ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 17,927 მლნ აშშ დოლარი
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – 13,076 მლნ აშშ დოლარი
ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების – 8,941 მლნ აშშ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 6,726 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 347,089 მლნ აშშ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები – 173,202 მლნ აშშ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 147,387 მლნ აშშ დოლარი
სატვირთო ავტომობილები – 47,331 მლნ აშშ დოლარი
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 42,858 მლნ აშშ დოლარი
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 34,502 მლნ აშშ დოლარი
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 33,071 მლნ აშშ დოლარი
ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – 29,421 მლნ აშშ დოლარი
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 23,913 მლნ აშშ დოლარი
მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – 22,577 მლნ აშშ დოლარი